"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ"
"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ"
მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­გო­ნას დედა გახ­და. ნა­ნუ­კა შვი­ლის გა­ჩე­ნი­დან ოც­და­მე­ო­თხე დღეს
"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მშო­ბი­ა­რო­ბის ემო­ცი­ებ­სა და და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს:

"მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა დე­დო­ბა. ბევ­რმა უცხო თვალ­მა შე­ამ­ჩნია და ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რო­გორ შემ­ცვა­ლა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ. ზო­გის­თვის უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი გამ­ხა­და, ზო­გის­თვის - უფრო სა­ინ­ტე­რე­სო. რაც მთა­ვა­რია, მე თავს ამ ამ­პლუ­ა­ში სა­ოც­რად მშვი­დად და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად ვგრძნობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა და ახ­ლან­დე­ლი პე­რი­ო­დიც არ ვი­ცო­დი რა
იქ­ნე­ბო­და, რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი.

თავ­ში მხო­ლოდ ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი მშო­ბი­ა­რო­ბის სცე­ნე­ბი მქონ­და - ხმა­უ­რი, ყვი­რი­ლი, ოფლი, ტი­რი­ლი და რა­ტომ­ღაც ამ დღეს, მეც ყვე­ლა­ფერ ამას ვე­ლო­დი. თუმ­ცა, დღემ­დე და გა­ჩე­ნის წა­მი­დან, ეს დღე ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მეც მიკ­ვირს, იმ­დე­ნად მშვი­დად ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად სიმ­შვი­დე და ჩურ­ჩუ­ლის ხმა იყო მთელ
ოთახ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი, ახ­ლაც მიკ­ვირს, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მგო­ნია.

ძა­ლი­ან მშვი­დად ვე­ლო­დე­ბო­დი ჩემს მე­გო­ბარ აი­ვის, რო­მე­ლიც სამ­ყა­რომ ჩემ­თვის შექ­მნა. არ მი­ტი­რია, რო­გორც ფილ­მებ­შია და მეც ასე მე­გო­ნა. ყვე­ლა­ზე მშვი­დი და მა­ინც ნაც­ნო­ბი ემო­ცი­ით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს მე და ჩემი გოგო აივი. გა­ჩე­ნის წა­მი­დან ზუს­ტად ის 4 სი­ტყვა ვუ­თხა­რი, რა­საც მთე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­მე­ნო­ნებ­დი. პირ­ვე­ლი სი­ტყვა იყო - მად­ლო­ბა, რა­საც მთე­ლი მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი, - "მად­ლო­ბა, დე, რომ ასე­თი კარ­გი ორ­სუ­ლო­ბა გვაქვს. და­ნარ­ჩე­ნი 3 სი­ტყვა სხვა აზ­რის იყო. გა­ჩე­ნის წამს, ის სამი სი­ტყვაც ვუ­თხა­რი. აი­ვიც და მეც ერ­თმა­ნეთს ვუ­ყუ­რებ­დით და გვი­ხა­რო­და ის შეხ­ვედ­რა, ჩვენ ოქ­როს სა­ა­თი გვქონ­და - ამო­ვიყ­ვა­ნეთ, ცო­ტა­ხანს პლა­ცენ­ტას­თან ერ­თად და­ვა­ყოვ­ნეთ და შემ­დეგ მთე­ლი ერთი სა­ა­თი გულ­ზე მეჯ­და, ჩემ­თვის შექ­მნი­ლი, სამ­ყა­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მე­გო­ბა­რი. მე, აივი და მამა 1 სა­ა­თი ვლა­პა­რა­კობ­დით და ვუყ­ვე­ბო­დით მთელ პრო­ცესს, რო­მელ­მაც სა­ოც­რად ჩა­ი­ა­რა და სულ კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა. დღეს, 24-ე დღეა და თუ და­ი­ჯე­რებთ, იმ დღეს თა­ვი­დან გა­ვი­მე­ო­რებ­დი დიდი სი­ხა­რუ­ლით.

P.S. ექთა­ნი, რო­მე­ლიც გვერ­დით მედ­გა, 12 წელი იმ სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. გა­ვა­ჩი­ნეთ და გვი­თხრა: i didn't imagine somebody could make labor look so good and beautiful. მარ­თლაც, მა­გი­უ­რი დღე იყო - გვერ­დით სწო­რი ადა­მი­ა­ნით. ექი­მი და ნი­კო­ლო­ზი ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბას ერ­თად იღებ­დნენ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, - ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მედ­გა გვერ­დით - ერთი იყო ექი­მი და მე­ო­რე ყვე­ლა­ფე­რი - ექი­მიც და ექიმ­ზე მე­ტიც.

მად­ლო­ბა, რომ ეს დღე ასე სა­ოც­რად ჩა­ვა­ტა­რე." - წერს ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები