ძრო­ხა მოწ­ვე­ლა, ყველი ამოიყვანა, ტრაქ­ტო­რიც წა­იყ­ვა­ნა - როგორია ანუკი არეშიძის ერთი დღე სოფელში?
ძრო­ხა მოწ­ვე­ლა, ყველი ამოიყვანა, ტრაქ­ტო­რიც წა­იყ­ვა­ნა -  როგორია ანუკი არეშიძის ერთი დღე სოფელში?
დი­ზა­ი­ნერ­მა ანუ­კი არე­ში­ძემ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გულ­შე­მატ­კივ­რებს ამ­ცნო, რომ გა­და­წყვი­ტა "იუ­თუ­ბე­რი“ გახ­დეს, დღეს კი თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ არხზე უკვე პირ­ვე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბის ერთი დღის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო.

"მე­გობ­რე­ბო, ესეც ეპი­ზო­დი პირ­ვე­ლი. ვფიქ­რობ, ცოტა გა­ხა­ლის­დე­ბით, ძა­ლი­ან არ გამ­კი­ცხოთ“, - წერს ანუ­კი "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია მისი ერთი დღე კა­ხეთ­ში, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არეშფე­რან­ში.

ანუ­კიმ გაგ­ვაც­ნო მამა, ბად­რი არე­ში­ძე, რო­მე­ლიც ვი­დე­ოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რია. "ეს მა­მა­ჩე­მია,
ბად­რი, რო­მე­ლიც სავ­სე მთვა­რის დროს და­ი­ბა­და“, - ამ­ბობს ანუ­კი.

აქ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყეს მე­ურ­ნე­ო­ბა, აქ შე­ვი­ძი­ნეთ მიწა, 10-12 წე­ლია უკვე. ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლია, სა­დაც შე­მიძ­ლია, რომ გან­ვიტ­ვირ­თო. სოფ­ლებ­ში ხალ­ხი ადრე დგე­ბა და სულ მიკ­ვირ­და - რო­გორ და დღეს დი­ლით დავ­რწმუნ­დი რო­გორც, ექ­ვსის
ნა­ხე­ვარ­ზე ავ­დე­ქი დი­ლით, სხვა­ნა­ი­რად შან­სი არ არის, არ გა­მო­დის, - ამ­ბობს ანუ­კი.

დი­ზა­ი­ნერ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს დე­დაც გა­აც­ნო და აღ­ნიშ­ნა, რომ მას კა­მე­რე­ბის წინ გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. ანუ­კი ამ­ბობს, რომ მისი დედა მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რია.

დი­ზა­ი­ნერ­მა ძრო­ხაც მოწ­ვე­ლა და ყვე­ლიც მო­ამ­ზა­და, ბო­ლოს კი ტრაქ­ტო­რიც წა­იყ­ვა­ნა და გა­მომ­წე­რებს მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე ასე და­ემ­შვი­დო­ბა.

სინსილიო!
17 სექტემბერი 2021 00:57
ბავშვებს, რამდენი ძიძა უზრდის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები