ექსპრეზიდენტის ფოტოები ყოფილ ცოლთან და შვილიშვილებთან ერთად - ტასო ვირსალაძე საქართველოშია - კვირის პალიტრა

ექსპრეზიდენტის ფოტოები ყოფილ ცოლთან და შვილიშვილებთან ერთად - ტასო ვირსალაძე საქართველოშია

ტასო ვირსალაძე სოციალურ ქსელში ყოფილ მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად საქართველოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ვირსალაძეს საერთო შვილი ანა მარგველაშვილი ჰყავთ.

ანას მეორე შვილი 2020 წლის დეკემბერში შეეძინა.

"პირველად შვილიშვილი ოთხი წლის წინ დავიჭირე ხელში და ახლა ისევ გავხდი ბებია, მაგრამ ის ჯერ ხელიდან არ გამიშვია. ველოდები შენს ნახვას კირა, დაბადების დღეს გილოცავ..." - წერდა მაშინ ტასო ვირსალაძე სოციალურ ქსელში.

ტასო ვირსალაძე გიორგი მარგველაშვილის პირველი მეუღლეა. წყვილი წლების წინ დაშორდა და ქალიშვილთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ტასო 16 წლის იყო, ანა რომ შეეძინა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები