მსმენელის მხრებზე... - კვირის პალიტრა

მსმენელის მხრებზე...

როგორც ჩანს, "ვარსკვლავური კონკურენცია" ისე ძლიერდება, რომ სუპერმომღერლები სცენაზე სრულიად მოულოდნელ საქციელს სჩადიან.

ბრიტნი სპირსმა ლოს-ანჯელესში თავისი ახალი ტურის, Femme Fatale-ის, კონცერტზე მაყურებელთან "ეროტიკული წარმოდგენა" გამართა - თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ჯერ კისერზე ბოა შემოახვია, შემდეგ კი მის მხრებზე მოკალათდა და სიმღერა ისე განაგრძო. თაყვანისმცემელი მოულოდნელობისგან პირდაღებული დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნის "ზედმეტი წონის პრობლემა" ჯერ კიდევ აქვს, პროტესტის გამოთქმა აშკარად არ უფიქრია...