"ამასობაში პირველი კურსი წარმატებით დავხურე და..." - საარჩევნო და პოლიტიკურ საქმიანობას მოწყვეტილი ყოფილი პირველი ლედის ფოტოები კახეთიდან - კვირის პალიტრა

"ამასობაში პირველი კურსი წარმატებით დავხურე და..." - საარჩევნო და პოლიტიკურ საქმიანობას მოწყვეტილი ყოფილი პირველი ლედის ფოტოები კახეთიდან

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. პოლიტიკური პარტიები და მათ მიერ დასახელებული ასარჩევი კანდიდატები და მხარდამჭერები აქტიურ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ წელს, წინა საარჩევნო მარათონებისგან განსხვავებით, აღარ აქტიურობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. უფრო მეტიც, ის არათუ არ ჩაბმულა საარჩევნო პროცესში, თითქოს დისტანცირდა კიდეც პოლიტიკური საქმიანობისგან. არის თუ არა ამის მიზეზი, ზუგდიდის მერობის კანდიდატობის დროს განცდილი მარცხი, თუ უბრალოდ საკუთარი სურვილი შორს დაიჭიროს თავი და გაემიჯნოს  პოლიტიკურ საქმიანობას, რთული სათქმელია.

როგორც სანდრა რულოვსის ბოლო დროს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ის საქართველოში იმყოფება და  შემოდგომის დასაწყისს ახლობლებთან ერთად კახეთში შეხვდა.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, არც ფავორიტ "ნაციონალურ მოძრაობას" და არც  სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაცხადებულად 2021 წლის არჩევნებზე  არ "წყალობს". თუ მის აქტივობებს სოციალურ ქსელში გადავავლებთ თვალს, რულოვსი დროს საგანამანათლებლო საქმიანობას უთმობს და  ფსიქოლოგიის ბაკალავრის პირველი კურსი "საქართველოს უნივერსიტეტში" წარმატებით დახურა.

"ამასობაში პირველი კურსი წარმატებით დავხურე და ვემზადები ფსიქოლოგიის ბაკალავრის მეორე კურსისთვის", - აღნიშნა ექსპრეზიდენტის მეუღლემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.