"იოგა-მარათონი" - კვირის პალიტრა

"იოგა-მარათონი"

ტრადიციისამებრ, ზაფხულის ბუნიობისას, ნიუ-იორკში, ათასობით ენთუზიასტი ქალაქის ცენტრში, ტაიმს-სკვერზე, მასობრივი იოგა-მარათონით "ესალმება" მნათობს.

მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოსული იოგას მიმდევრები ასე აღნიშნავენ წლის ყველაზე გრძელ დღეს და ამ დღის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ადგილად აღიარებულ ტაიმს-სკვერზე  სიჩუმე და სიწყნარე სუფევს.

მონაწილეთა თქმით, მხოლოდ მანჰეტენის ქვეშ გამავალი მეტროპოლიტენის გვირაბებიდან მომდინარე ვიბრაცია იგრძნობა. იოგა-მარათონი მთელ დღეს გრძელდება. აქვე ტარდება დილის, შუადღისა და საღამოს იოგა-სესიები. იოგა-მარათონის პირველ ათას მონაწილეს კი ხალიჩები უფასოდ ურიგდება.