თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს
თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს
"ელი­ტა" - ასე ჰქვია Netflix-ის გახ­მა­უ­რე­ბულ და პო­პუ­ლა­რულ ეს­პა­ნურ სე­რი­ალს, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. სე­რი­ალ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა, არა­ერთ ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა, აღი­ა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა, თუმ­ცა მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ეს­პა­ნე­ლი ამო­მავ­ლი ვარ­სკვლა­ვის, ეს­თერ ეს­პო­სი­ტოს­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­თე­რი სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლს არ ას­რულ­დებს, თუმ­ცა თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის, შარ­მის, ქა­რიზ­მი­სა და ნი­ჭის წყა­ლო­ბით, "ელი­ტის" მთა­ვარ აღ­მო­ჩე­ნად იქცა. 21 წლის გო­გო­ნას დღეს
უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის სექს-სიმ­ბო­ლოს უწო­დე­ბენ.

ეს­თე­რი 2000 წელს მად­რიდ­ში და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით. 16 წლის იყო, რო­დე­საც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. 2013 და 2015 წლებ­ში ეს­თერ­მა მად­რი­დის თე­ატ­რის ჯილ­დო მო­ი­გო წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში. "ელი­ტამ­დე" ეს­თერს რამ­დე­ნი­მე როლი ჰქონ­და ფილ­მებ­ში, თუმ­ცა ამ
რო­ლებს მის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნულ­მა სე­რი­ალ­მა მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რან­თან მი­ი­ზი­და, Netflix-მა ეს­თერ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, რა­საც მოჰ­ყვა მთა­ვა­რი რო­ლე­ბი - When the angels sleep-სა და Your son-ში. გააგარძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები