თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - კვირის პალიტრა

თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს

"ელიტა" - ასე ჰქვია Netflix-ის გახმაურებულ და პოპულარულ ესპანურ სერიალს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებზე გვიყვება, არაერთ ახალბედა მსახიობს მოუტანა პოპულარობა, აღიარება და წარმატება, თუმცა მათ შორის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ესპანელი ამომავლი ვარსკვლავის, ესთერ ესპოსიტოსთვის.

აღსანიშნავია, რომ ესთერი სერიალში მთავარ როლს არ ასრულდებს, თუმცა თავისი მომხიბვლელი გარეგნობის, შარმის, ქარიზმისა და ნიჭის წყალობით, "ელიტის" მთავარ აღმოჩენად იქცა. 21 წლის გოგონას დღეს უკვე თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლოს უწოდებენ.

ესთერი 2000 წელს მადრიდში დაიბადა და ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობის პროფესიით. 16 წლის იყო, როდესაც სამსახიობო ოსტატობის შესწავლა დაიწყო. 2013 და 2015 წლებში ესთერმა მადრიდის თეატრის ჯილდო მოიგო წლის საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. "ელიტამდე" ესთერს რამდენიმე როლი ჰქონდა ფილმებში, თუმცა ამ როლებს მისთვის საერთაშორისო აღიარება არ მოუტანია.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა სერიალმა მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ეკრანთან მიიზიდა, Netflix-მა ესთერთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა, რასაც მოჰყვა მთავარი როლები - When the angels sleep-სა და Your son-ში. გააგარძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები