"ზვინი" დათვი - კვირის პალიტრა

"ზვინი" დათვი

62 წლის ინგლისელმა ფერმერმა ფრეიზერ ბრიტონმა სოფლის შესასვლელში, ადგილობრივ დღესასწაულთან დაკავშირებით,  თივით 5,5 მ სიმაღლის დათუნია ააგო. ის მაშინვე ღირსშესანიშნაობად იქცა - მის გვერდით ახალდაქორწინებულებმაც დაიწყეს ფოტოს გადაღება... მალე კი დათვს გინესის წიგნის წარმომადგენლებიც "დაესხნენ თავს" და რეკორდის დამადასტურებელი საბუთები "გამოწერეს"...