გერმანიაში მერკელის ფორმის დათუნიას სათამაშო დაამზადეს - კვირის პალიტრა

გერმანიაში მერკელის ფორმის დათუნიას სათამაშო დაამზადეს

გერმანიაში მერკელის ფორმის დათუნიას სათამაშო დაამზადეს

გერმანულმა რბილი სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ კანცლერ ანგელა მერკელს მიმსაგვსებული დათუნიას სათამაშო დაამზადა. როგორც სააგენტო DPA წერს, კომპანია ამ გზით ცდილობს პატივისცემა გამოხატოს გერმანიის კანცლერისადმი, სანამ ის პოსტს დატოვებს.

სათამაშოს სიმაღლე 40 სმ-ია. დათუნიას აცვია კაშკაშა წითელი პიჯაკი და შავი შარვალი. უკეთია ყელსაბამი, რომელიც გერმანიის დროშის ფერებშია გაწყობილი და რაც მთავარია, აქვს მერკელს მიმსგავსებული ვარცხნილობაც.

ამ უჩვეულო დათუნიას ფასი 189 ევროა და მის მხოლოდ 500 ეგზემპლარს გამოსცემენ. ერთ-ერთ მათგანს კი თავად კანცლერს მიყიდიან სუვენირის სახით. მერკელის დათუნია მიიღებს ნომერს 16, რაც მისი კანცლერის პოსტზე ყოფნის წლების სიმბოლოა.

კობურგში მდებარე საწარმო ცნობილია პოლიტიკოსების მიმსგავსებული სათამაშოების გამოცემით, მათ შორის, იყვნენ ბარაკ ობამა, დედოფალი ელიზაბეტ მეორე და გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლიც.

"ბიზნესპრესნიუსი"