"ძაღლსარეცხი" - კვირის პალიტრა

"ძაღლსარეცხი"

კრაკოველმა ცხოველების მოყვარულმა საოჯახო ბიზნესი წამოიწყო - სწრაფი მომსახურების "ძაღლსარეცხი", რომელიც ისეთივე კონვეიერული პრინციპით მუშაობს, როგორც ავტომობილების რეცხვის პუნქტი. ფასიც ზუსტად ავტომობილის რეცხვის ტოლია - 8 ევრო.

ძაღლებს არ აკლიათ თბილი წყალი, სპეციალური შამპუნები, მრავალნაირი ჯაგრისი და სავარცხელი, ბეწვის საშრობი და პირსახოცი. ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი გამოდგა -  "საწარმოს" კლიენტები არ აკლია.