"ჩიტის გული ვერ მოითმენს..." - კვირის პალიტრა

"ჩიტის გული ვერ მოითმენს..."

კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს ფრინველთა შორის ყველაზე პაწია ჩიტი კოლიბრი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნამცეცაა, ძალიან მამაცი ყოფილა (სულ მსოფლიოში კოლიბრის 338 სახეობაა და აქედან 50 - სწორედ კოსტა-რიკის ტყეებში მკვიდრობს).

მას ძალიან ადვილად შეუძლია ჰაერში ერთ ადგილას "დაკიდება" და უსწრაფესი მანევრირება. ამიტომ დაუყოვნებლივ და უშიშრად ესხმის თავს ხის გველებს, რომლებიც მომცრო ფრინველების ბუდეებიდან კვერცხების ან ბარტყების მონადირებას ცდილობენ. კოლიბრი ნემსივით წვრილი ნისკარტის ჩხვლეტით დაუპატიჟებელ სტუმარს სადილობის სურვილს მომენტალურად უკარგავს და "სამარცხვინოდ" გაქცევას აიძულებს.