არქტიკული "ფოტოსესია" - კვირის პალიტრა

არქტიკული "ფოტოსესია"

ყვინთვაში მსოფლიოს ჩემპიონმა, 36 წლის ნატალია ავსეენკომ არქტიკის ყინულოვან წყალში ორ გაწვრთნილ თეთრ ვეშაპთან - "ნილმასა" და "მატრონასთან" ერთად წყალქვეშა "შიშველი ფოტოსესია" მოაწყო.

სპორტსმენმა ვეშაპებთან ერთად წყალქვეშ, რომლის ტემპერატურაც -1,50 C იყო, 10 წუთი და 40 წამი დაყო, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრულიად შეუძლებელია! საქმე ისაა, რომ ნატალიამ, რომელიც სპორტულ მყვინთავთა ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის და რამდენიმე მსოფლიო რეკორდიც აქვს დამყარებული, ბრწყინვალედ იცის სუნთქვის კონტროლის იოგას ხელოვნება, რაც ასეთ პირობებში, ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, გარდაუვალი სიკვდილისგან დაცვის გარანტიაა.