როგორი იქნება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული ბათუმში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული ბათუმში (ფოტოები)

ბათუმში, პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება. ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი პროექტი.

"უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული.

წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა," – განაცხადა რიჟვაძემ.

"ფეისბუქში" აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ფოტოები, პირველადი ვერსია, თუ როგორი იქნება ხელოვნური კუნძული. იხილეთ მეტი ფოტო