22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"
22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"
22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში ბოლო კვი­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი თემა 22 წლის ბლო­გე­რის, გაბი პე­ტი­ტოს საქ­მეა - გო­გო­ნას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ეძებ­დნენ. გა­სულ კვი­რას Wyoming-ის ეროვ­ნულ პარკში ცხე­და­რი იპო­ვეს. დღეს კი FBI-მ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის და­კარ­გუ­ლი ბლო­გე­რი, გაბი პე­ტი­ტოა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით (FBI), საქ­მე ეხე­ბა
მკვლე­ლო­ბას, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა გო­გო­ნა.

ვინ იყო გაბი პე­ტი­ტო?

22 წლის გაბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი ვლო­გე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ის საქმროს­თან, 23 წლის ბრა­ი­ან ლონ­დრის­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­
და. წყვი­ლი 2020 წელს და­ი­ნიშ­ნა. სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც თა­ვად­ვე ამ­ბობ­დნენ, მოს­წონ­დათ "მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა."

გაბი და ბრა­ი­ა­ნი ოთხთვი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავ­დე­ნენ. ივ­ლი­სის მი­წუ­რულს მარ­თლაც წა­ვიდ­ნენ სა­მოგ­ზა­უ­როდ, თუმ­ცა ბრა­ი­ა­ნი პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ფლო­რი­და­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მარ­ტო დაბ­რუნ­და, თეთ­რი ფურ­გო­ნით. ის არ და­კავ­ში­რე­ბია პო­ლი­ცი­ას, არც სა­ცო­ლის ოჯახს და არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია მათ­თვის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ათი დღის შემ­დეგ კი გა­ბის ოჯახ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა და ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

პო­ლი­ცია ახლა ეძებს ლონ­დრის და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე მას ბრალს არ უყე­ნე­ბენ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ამ საქ­მე­ში ის "სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა."

ზარი პო­ლი­ცი­ა­ში პე­ტი­ტოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვილ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა სა­ვა­რა­უ­დო ოჯა­ხუ­რი ძალ­დო­ბის გამო. პო­ლი­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პე­ტი­ტომ საქმროს და­არ­ტყა.გო­გო­ნას­თვის ბრალ­დე­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა წყვილს მის­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, ღამე ცალ-ცალ­კე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. რა მოხ­და მას შემ­დეგ, უც­ნო­ბია.

ამას­თან, არ­სე­ბობს ვი­დეო კად­რე­ბი სა­დაც ჩანს, რომ პე­ტი­ტო ტი­რის და სა­უბ­რობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები