22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა" - კვირის პალიტრა

22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

სოციალურ ქსელებში და მსოფლიო მედიაში ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული თემა 22 წლის ბლოგერის, გაბი პეტიტოს საქმეა - გოგონას პოლიციელები სექტემბრის დასაწყისიდან ეძებდნენ. გასულ კვირას Wyoming-ის ეროვნულ პარკში ცხედარი იპოვეს. დღეს კი FBI-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის დაკარგული ბლოგერი, გაბი პეტიტოა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით (FBI), საქმე ეხება მკვლელობას, თუმცა ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა გოგონა.

ვინ იყო გაბი პეტიტო?

22 წლის გაბი სოციალურ ქსელებში ცნობილი იყო თავისი ვლოგებით მოგზაურობის შესახებ. ის საქმროსთან, 23 წლის ბრაიან ლონდრისთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. წყვილი 2020 წელს დაინიშნა. საშუალო სკოლიდან შეყვარებულები იყვნენ და როგორც თავადვე ამბობდნენ, მოსწონდათ "მომთაბარე ცხოვრება."

გაბი და ბრაიანი ოთხთვიან მოგზაურობას გეგმავდენენ. ივლისის მიწურულს მართლაც წავიდნენ სამოგზაუროდ, თუმცა ბრაიანი პირველ სექტემბერს ფლორიდაში, საკუთარ სახლში მარტო დაბრუნდა, თეთრი ფურგონით. ის არ დაკავშირებია პოლიციას, არც საცოლის ოჯახს და არ შეუტყობინებია მათთვის დაბრუნების შესახებ. ათი დღის შემდეგ კი გაბის ოჯახმა პოლიციას მიმართა და ძებნა გამოცხადდა.

პოლიცია ახლა ეძებს ლონდრის და მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები ამ ეტაპზე მას ბრალს არ უყენებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ საქმეში ის "საინტერესო ფიგურაა."

ზარი პოლიციაში პეტიტოს გაუჩინარებამდე

როგორც ცნობილია, წყვილმა პოლიცია გამოიძახა სავარაუდო ოჯახური ძალდობის გამო. პოლიციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პეტიტომ საქმროს დაარტყა.გოგონასთვის ბრალდება არ წაუყენებიათ, პოლიციის ოფიცრებმა წყვილს მისცეს რეკომენდაცია, ღამე ცალ-ცალკე გაეტარებინათ. რა მოხდა მას შემდეგ, უცნობია.

ამასთან, არსებობს ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ პეტიტო ტირის და საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე. განაგრძეთ კითხვა