"რა კარგია, რომ "როდის თხოვდები" დავასრულეთ" - ვინ არის "დოჩის" რჩეული? - კვირის პალიტრა

"რა კარგია, რომ "როდის თხოვდები" დავასრულეთ" - ვინ არის "დოჩის" რჩეული?

მსახიობი ნანუკა გულია, რომელიც საზოგადოებამ "ჩემის ცოლის დაქალების" სერიებიდან დოჩის როლით შეიყვარა გათხოვდა. მისი რჩეული კახაბერ კაშიაა. სასიხარული ამბის შესახებ ნანუკამ "ფეისბუქზე" დაწერა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეოც გაასაჯაროვა:

"არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ, ჩემი "ოცდაყველა"კი არა "ასყველა" წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ "როდის თხოვდები" დავასრულეთ", - წერს მსახიობი. (წყარო)