როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები

ორი ათეული წლის წინ ამ მოდელების სახელები და გვარები მთელმა საქართველომ იცოდა. მათი ფოტოები იბეჭდებოდა ყვითელი პრესის გარეკანებზე, იწვევდნენ გადაცემებში და კვირაში რამდენიმე დღე მაინც იდგნენ პოდიუმზე. ალბათ არავისთვის უცხო აღარაა, რომ 2000-იან წლებში ქართული მოდა და შოუბიზნესი ყვაოდა. დღევანდელობაში ჩვენებები იშვიათად იმართება, ახალი თაობის მოდელებით კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდება საზოგადოება, თუ წარმატებას უცხოეთში მიაღწევენ.

ძველი თაობის მოდელებიდან კი ნაწილმა დიზაინერობა დაიწყო, ზოგსაც საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს და ზოგიც უბრალოდ "კარგად" გათხოვდა... ამჯერად გაგაცნობთ ძველი თაობის მოდელების შვილებს, რომლებიც გარეგნობით მშობლებს არ ჩამორჩებიან:

ლიკა კვარაცხელია წლების წინ სპორტსმენ მურთაზ შელიას გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მის უფროს შვილს ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს, ის "ეტამის" რჩეული ქართველი მოდელია. ანა მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული. ლაშა და ანა მალე პირველ შვილს ელოდებიან.

სალომე ღვინიაშვილს უფროსი შვილი 18 წლის დათუნა აბულაძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ქორწინებაში ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან კი ორი ქალიშვილი შეეძინა.

თაკო ჩხეიძის ქმარი რუსლან აბაშიძე დიპლომატია, ცოლის წარმატებაში მას დიდი როლი მიუძღვის. თაკომ ოჯახი თინეიჯერობის ასაკში შექმნა, თუმცა მოდელობაზე უარი არ უთქვამს. ჩხეიძეს და აბაშიძეს სამი ვაჟი ჰყავთ.

მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაციასამი შვილის დედაა. თიკა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამი შვილის დედა ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მას შვილები გარეგნულად ძალიან ჰგვანან.

ნინო ცქიტიშვილის უფროსი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი მოდელია. ნინოსა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს 4 შვილი, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავთ. იხილეთ სრულად