"იმ დროს ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი ვიყავი..." - კვირის პალიტრა

"იმ დროს ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი ვიყავი..."

ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში 2014 წლის ფოტოებს აქვეყნებს და მათი გადაღების ისტორიას იხსენებს:

"2014 წელი. უკვე შორენა ბეგაშვილი ვარ.

მივედი ფოტოსესიაზე. დამხვდა sashaprishvin - საოცარი ადამიანი. საღამო იყო, ორივე დაღლილი ვიყავით და გვინდოდა მალე დამთავრებულიყო. ყავა დავლიეთ. გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და ფოტოებიც შესაბამისი გამოვიდა.

უკვე თენდებოდა რომ დავიშალეთ. გზაში პატრულმა გამაჩერა, ვერაფრით დაიჯერა, რომ ფოტოსესიიდან მოვდიოდი (იმ დროს ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი ვიყავი), ჯარიმის გარეშე გამიშვა. სახლში შევიპარე და ევას მივუწექი.

მოგვიანებით ამ ფოტოებისთვისაც გამაკრიტიკეს", - წერს ბეგაშვილი.