"ახალი ცხოვრება იწყება..." - ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა
27-09-2021
"ახალი ცხოვრება იწყება..." - ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა
"ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება!" - დაწერა განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ტყუპი ქალ-ვაჟი გააცნო. "სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა. ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება", - ამბობს ბედნიერი მამა.


როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად საქმიანობენ - პირადი და
პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.

მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ბატონი ალექსანდრე უკვე ბაბუაცაა და შვილიშვილები ჰყავს.
mshoblebi.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები