"შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში შესვლისას დაცვამ გამაჩერა, უსახლკარო ვეგონე, რადგან..." - რას აცმევს დემნა გვასალია მსოფლიო ვარსკვლავებს
"შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში შესვლისას დაცვამ გამაჩერა, უსახლკარო ვეგონე, რადგან..." - რას აცმევს დემნა გვასალია მსოფლიო ვარსკვლავებს

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას წარმატების შესახებ ბოლო რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო საუბრობს. განსხვავებული ვიზუალი, ქართული წარწერები და 90-იანი წლების მოდის თანამედროვე სტილი, დემნა გვასალიას ხელწერა გახდა. დიზაინერის ორიგინალური სამოსი ცნობილი ადამიანების აღფრთოვანებასაც იწვევს, სწორედ ამიტომ, მსოფლიო ვარსკვლავებს ხშირად ვხედავთ დემნა გვასალიას შექმნილ სამოსში.

"მოდა ჩემთვის სარკეა, რომელიც ირეკლავს იმას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ეს ყველაფერი ჩემს კოლექციებში აისახება... ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ დეკონსტრუირებით, ეს ჩემი მთავარი მიდგომაა, დაანგრიო, რათა ახალი
შექმნა, ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვინტაჟური სტილის სამოსი მიყვარს, რომელიც ისტორიას ჰყვება. წლების განმავლობაში უამრავი ასეთი სამოსი დავაგროვე, ეს ჩემი გატაცებაა", - აცხადებს გვასალია ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, მოდის სახლ Balenciaga-ში
გაიმართა.

პრეზიდენტმა დემნა გვასალიას სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გადასცა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.

ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა. ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებიული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!" - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ერთხელ შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში შესვლისას დაცვამ გამაჩერა. ბანკის დაცვის წევრს უსახლკარო ვეგონე, რადგან დიდი ზომის სამოსი მეცვა", - აღნიშნა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დემნა გვასალიამ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდოზეა წარდგენილი.

ის დაჯილდოვებაზე ქალისთვის შექმნილი სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია წარდგენილი.

ლელა
29 სექტემბერი 2021 23:00
ძალიან მეამაყება დემნა გვასალია! წარმატებებს ვუსურვებ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები