YouTube ანტივაქსერულ ვიდეოებს წაშლის - "წაიშლება ყველა ვიდეო, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და საზოგადოებაში აჩენს სკეპტიციზმს" - კვირის პალიტრა

YouTube ანტივაქსერულ ვიდეოებს წაშლის - "წაიშლება ყველა ვიდეო, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და საზოგადოებაში აჩენს სკეპტიციზმს"

YouTube ანტივაქსერულ ვიდეოებს წაშლის - "წაიშლება ყველა ვიდეო, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და საზოგადოებაში აჩენს სკეპტიციზმს"

ტექნოლოგიების გიგანტი კომპანია YouTube ანტივაქსერული ვიდეოების წინააღმდეგ ახალი პოლიტიკის გატარებას იწყებს. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, პლატფორმაზე ყველა ის ვიდეო წაიშლება, რომელიც ანტივაქსერული შინაარსისაა.

"წაიშლება კონტენტი, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას უკვე დამტკიცებულ ვაქცინებთან დაკავშირებით და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს კორონავირუსის შესახებ. მათ შორისაა ვიდეოები, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული ვაქცინები სახიფათოა, იწვევს აუტიზმს, კიბოს, ან უნაყოფობას", - ნათქვამია განცხადებაში.

Yოუტუბე-ის ხელმძღვანელობას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ არ იღებდნენ შესაბამის ზომებს ანტივაქსერული ვიდეოების გავრცელების წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ მედიაპლატფორმები არიან ძირითადად პასუხისმგებელნი იმ ანტივაქსერულ განწყობებზე და ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე, რომელიც საზოგადოებაშია და მოუწოდა კომპანიებს, რომ ეს საკითხი მოაგვარონ.

Yოუტუბე-ის წარმომადგენებმა განაცხადეს, რომ პალტფორმიდან გასულ წელს 130 000 ისეთი ვიდეო წაშალეს, რომელიც კოვიდ ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.