რომანოვების შთამომავლის "საუკუნის ქორწილი" რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან
რომანოვების შთამომავლის "საუკუნის ქორწილი" რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან
სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე წმინ­და ისა­ა­კის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში რო­მა­ნო­ვე­ბის შთა­მო­მავ­ლის, დიდი ჰერ­ცო­გის, გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი­სა და იტა­ლი­ელ რე­ბე­კა ბე­ტა­რი­ნის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. რუ­სეთ­ში მას უკვე "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი" უწო­დეს.

ქორ­წი­ნე­ბის გამო, პა­ტარ­ძა­ლი შარ­შან მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა და ახა­ლი სა­ხე­ლი - ვიქ­ტო­რია რო­მა­ნო­ვა ბე­ტა­რი­ნი მი­ი­ღო. რე­ბე­კა ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში იტა­ლი­ის ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლია.

სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ას 1500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ მა­რია ვლა­დი­მი­რო­ვა რო­მა­ნო­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს სრუ­ლი­ად რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცას უწო­დებს, ასე­ვე პრუ­სი­ის პრინ­ცი, ფრანც ვილ­ჰელ­მი (გერ­მა­ნი­ის კა­ი­ზე­რი­სა
და პრუ­სი­ის მე­ფის შვილ­თაშ­ვი­ლი), ელჩი რო­ბერ­ტო ბე­ტა­რი­ნი, ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცი ალო­ი­სი, კარლ ფა­ბერ­ჟეს შვილ­თაშ­ვი­ლი სარა ფა­ბერ­ჟე, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან ჩანს, ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნიც და­ეს­წრო და უფრო მე­ტიც, ის გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვის მეჯ­ვა­რე იყო. (ვი­დე­ო­ე­ბი­დან
ჩანს, რომ რო­მა­ნოვს, ორი მეჯ­ვა­რე ჰყავს, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთი და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნია).

გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც 40 წლი­საა, ოქსფორდში სწავ­ლობ­და, ის ალექ­სან­დრე მე­ო­რის შთა­მო­მა­ვა­ლია. და­ი­ბა­და მად­რიდ­ში, დიდი ჰერ­ცო­გი­ნია მა­რია რო­მა­ნო­ვა­სა და პრუ­სი­ე­ლი პრინ­ცის ფრანც ვილ­ჰე­მის ოჯახ­ში.ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მუ­შა­ობ­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში, ამ­ჟა­მად კი მოს­კოვ­ში სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები