რომანოვების შთამომავლის "საუკუნის ქორწილი" რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

რომანოვების შთამომავლის "საუკუნის ქორწილი" რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან

სანქტ-პეტერბურგში მდებარე წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში რომანოვების შთამომავლის, დიდი ჰერცოგის, გიორგი რომანოვისა და იტალიელ რებეკა ბეტარინის ქორწილი გაიმართა. რუსეთში მას უკვე "საუკუნის ქორწილი" უწოდეს.

ქორწინების გამო, პატარძალი შარშან მართლმადიდებლად მოინათლა და ახალი სახელი - ვიქტორია რომანოვა ბეტარინი მიიღო. რებეკა ბელგიის სამეფოში იტალიის ელჩის ქალიშვილია.

საქორწინო ცერემონიას 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სტუმართა შორის იყვნენ მარია ვლადიმიროვა რომანოვა, რომელიც საკუთარ თავს სრულიად რუსეთის იმპერატრიცას უწოდებს, ასევე პრუსიის პრინცი, ფრანც ვილჰელმი (გერმანიის კაიზერისა და პრუსიის მეფის შვილთაშვილი), ელჩი რობერტო ბეტარინი, ლიხტენშტეინის პრინცი ალოისი, კარლ ფაბერჟეს შვილთაშვილი სარა ფაბერჟე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

როგორც გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, ქორწილს საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დავით ბაგრატიონიც დაესწრო და უფრო მეტიც, ის გიორგი რომანოვის მეჯვარე იყო. (ვიდეოებიდან ჩანს, რომ რომანოვს, ორი მეჯვარე ჰყავს, რომელთა შორისაც ერთი დავით ბაგრატიონია).

გიორგი რომანოვი, რომელიც 40 წლისაა, ოქსფორდში სწავლობდა, ის ალექსანდრე მეორის შთამომავალია. დაიბადა მადრიდში, დიდი ჰერცოგინია მარია რომანოვასა და პრუსიელი პრინცის ფრანც ვილჰემის ოჯახში.ცხოვრების უმეტესი ნაწილი ესპანეთსა და საფრანგეთში გაატარა. აღსანიშნავია, რომ მუშაობდა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში, ამჟამად კი მოსკოვში სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტითაა დაკავებული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები