"მხოლოდ პირბადეებია ჩვენთვის პრობლემა, რადგან ბავშვი სათვალეს ატარებს..." - რას ფიქრობენ დედები სწავლის განახლებაზე - კვირის პალიტრა

"მხოლოდ პირბადეებია ჩვენთვის პრობლემა, რადგან ბავშვი სათვალეს ატარებს..." - რას ფიქრობენ დედები სწავლის განახლებაზე

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. თუმცა, მშობლებს აქვთ არჩევანის უფლება, დატოვონო შვილები ონლაინსწავლების რეჟიმზე ან გაუშვან სკოლაში. საზოგადოებისთვის ცნობილ დედებს გავესაუბრეთ, რატომ გადაწყვიტეს სკოლაში ბავშვების გაშვება და რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნიათ სასკოლო გარემო.

ირინა ონაშვილი:

- ძალიან გვიხარია, რომ უკვე სკოლებში და საბავშვო ბაღებში განახლდა სწავლა. სულ ახლახან დავბრუნდით სახლში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ნორმალურ გარემოში იყვნენ ბავშვები და სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამდენი ხნის განმავლობაში დისტანციურად სწავლობდნენ და რაც არ უნდა მოსთხოვო ბავშვს, სრულყოფილად ვერ იმეცადინებს. ონლაინსწავლება ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, რადგან მგონია, რომ ძალიან არაეფექტიანია. ბავშვები სკოლაში სხვანაირად არიან მობილიზებულები და მოტივირებულები. ერთი სიტყვით, ძალიან გახარებულები ვართ და იმედია, პანდემიის პირობებში, მშვიდობიან გარემოში მოუწევთ მათ სწავლის გაგრძელება.

საბედნიერო, სკოლაშიც და ბაღშიც ყველანაირი წესები და რეგულაციები იყო დაცული. აკეთებდნენ თერმოსკრინინგს, ატარებდნენ დეზინფექციას, განაწილებული ჰყავთ ბავშვები, რომ ერთ სივრცეში ბევრს არ მოუწიოს ერთად ყოფნა, სკოლაში შესასვლელებიც გამოყოფილია და ბავშვები სხვადასხვა შესასვლელიდან შეჰყავთ. ყველა ცდილობს, რომ დაიცვან წესები და ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში.

- მშობლების აზრი ორად გაიყო პირბადეები მოხმარებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, სავალდებულოა

სკოლაში ბავშვებისთვის პირბადის ტარება?

- მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით. ეს არის ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში მასწავლებლების დაახლოებით 80% აცრილია, რაც დამატებით სიმშვიდის საბაბს მაძლევს. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ვთვლი, რომ თითოეული მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში სწავლა შეძლონ. ჩვენც ჩვენის მხრივ, რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა წესს ვიცავთ, ეს იქნება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ხსნარით დამუშავება თუ სხვა.

გვანცა დარასელია:

- ჩვენც გვქონდა დღეს სკოლის პირველი დღე. ჩემი შვილი დიდი სიხარულით ელოდებოდა ამ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი სტკიოდა და შეიძლებოდა არ გაგვეშვა, მაინც წავიდა. სულ მალე მივაკითხავ და ძალიან მაინტერესებს, როგორი ემოციებით დამხვდება. განაგრძეთ კითხვა