"გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ" - კვირის პალიტრა

"გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ"

მინისტრის, პრემიერისა და ახლა უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში გიორგი გახარიას არაერთი ინტერვიუა ხელმისაწვდომი. თუმცა, ვერ ნახავთ ვერცერთ ინტერვიუს, სადაც ის საქმის, სახელმწიფოსა და პოლიტიკის გარდა, სხვა თემებზე საუბრობს. საზოგადოებას კი ძალიან აინტერესებს, როგორია გიორგი გახარია სამსახურს გარეთ, როგორ ატარებს დროს ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამის თაობაზე ინტერვიუ ჟურნალი OK - ის მეუღლესათან და ქალიშვილთან ერთად მისცა, რომლიდანაც ფრაგმენტს გთავაზობთ:

მარიკა ფანცულაია, გიორგი გახარიას მეუღლე:

შეყვარებულობის პერიოდი

ჩვენი მამები თანაკლასელები არიან. ბავშვობაში ერთმანეთს არ ვიცნობდით. უკვე დიდები ვიყავით, ერთმანეთს რომ შევხვდით და ერთ წელიწადში ვიქორწინეთ. მთელი ის წელი იყო ულამაზესი სიყვარულის ისტორია. გიორგი არ არის რომანტიკული ნატურა, მაგრამ მთელი წელიწადი ფეიერვერკებს მიწყობდა. მაშინ "საქართველოს ბანკში" ვმუშაობდი და მთელი ჩემი სამსახური ნატრობდა გიორგის ნახვას. თანამშრომლები ყოველდღე სიურპრიზების მომსწრენი იყვნენ.

სასიყვარულო წერილები

მე თბილისში ვცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. ურთიერთობა მეტწილად ინტერნეტით გვქონდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერები დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს. გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ. სამწუხაროდ, ის ლექსი ფოტოდ მქონდა ტელეფონში შენახული და დაიკარგა, ძალიან ვნანობ. წაიკითხეთ სტატია სრულად