"ფეისბუქის" განმარტებით, გლობალური შეფერხება მაგისტრალური მარშრუტიზატორების(როუტერი) კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია."ქსელის ტრაფიკის ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციის გზაზე და შეაფერხა ჩვენი სერვისები", - აცხადებენ კომპანიაში.ამასთან, "ფეისბუქი" ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.შეგახსენებთ, Facebook, WhatsApp და Instagram, თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო.