"ფეისბუქი" რამდენიმესაათიანი შეფერხების მიზეზს განმარტავს - კვირის პალიტრა

"ფეისბუქი" რამდენიმესაათიანი შეფერხების მიზეზს განმარტავს

"ფეისბუქის" განმარტებით, გლობალური შეფერხება მაგისტრალური მარშრუტიზატორების(როუტერი) კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია.

"ქსელის ტრაფიკის ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციის გზაზე და შეაფერხა ჩვენი სერვისები", - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, "ფეისბუქი" ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, Facebook, WhatsApp და Instagram, თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო.