"ფრანგული არდადეგები" - კვირის პალიტრა

"ფრანგული არდადეგები"

დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა, პრინცესა ბეატრის იორკელმა რომანტიკული დასვენებისთვის მეგობარ ვაჟთან, დეივ კლარკთან ერთად მდიდრული იახტით საფრანგეთს მიაშურა, თუმცა ვერც იქ დაემალა პაპარაცებს, რომლებიც მას მუდამ გუნდ-გუნდად დასდევენ...

დამოუკიდებელი ხასიათით ცნობილი 22 წლის ბეატრისი ლონდონის უნივერსიტეტის ისტორიისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტია, თავის ინგლისელ თანატოლებს არც სწავლაში ჩამორჩება და არც გართობას იკლებს. ხოლო ის, რომ პრინცესა თვალწარმტაცია და მის დანახვაზე ბევრი შურით ბრმავდება, პაპარაცებმაც "დაადასტურეს".