"ვფიქრობდი 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი" - საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება
"ვფიქრობდი 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი" - საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება
"არ და­გი­მა­ლავთ, რომ პა­რას­კევს სა­ღა­მოს და­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ფორ­მა კი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი", - ეს სი­ტყვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის სან­დრა რუ­ლოვსს ეკუთ­ვნის. იდე­ა­ლის­ტი ქა­ლის სტა­ტუს­მა გუ­შინ კი­დევ ერთხელ გა­ა­ო­ცა სა­ქარ­თვე­ლო. ამ სი­ტყვე­ბით სან­დრა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის დღეს, უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის ლიზა იას­კოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ლი­ზას­თან ერ­თად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი

სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი 1968 წლის დე­კემ­ბერს ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ
ტერ­ნე­ზენ­ში და­ი­ბა­და. კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და უცხო ენებს და ოც­ნე­ბობ­და რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

25 წლის ასაკ­ში სტრას­ბურ­გში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­ფე­ტე­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იც­ნო და ამ დღის შემ­დეგ მათი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­და­იკ­ვე­თა.

ცხოვ­რე­ბა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გეგ­მით, უკვე
და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. პირ­ვე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის რძალ­მა გა­ა­კე­თა, მე­უღ­ლის მშობ­ლი­უ­რი ენა ის­წავ­ლა.

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე არ ჩა­მო­სუ­ლა.

პირ­ვე­ლად 1992 წელს იმოგ­ზა­უ­რა, მოს­კო­ვი­დან მა­ტა­რე­ბელს გა­მოჰ­ყვა და სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვი­და. იმ­ჟა­მად ფლა­მან­დი­ელ ძმებს თარ­ჯიმ­ნო­ბას უწევ­და, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს და სო­ხუ­მი­დან პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ათი დღე გა­ა­ტა­რეს ქუ­თა­ის­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ.

პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხალ­ხი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი - ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და. განაგრძეთ სტატიის კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები