გაიარა წყალზე - კვირის პალიტრა

გაიარა წყალზე

ინგლისელმა ილუზიონისტმა სტივ ფრეინმა, რომელიც უფრო "დინამოს" მეტსახელითაა ცნობილი, ლონდონში, პარლამენტის წინ, მდინარე ტემზაზე წყალზე გაიარა!

საჯარო აქცია მან 7 ივლისს საკუთარი სატელევიზო შოუს - Dynamo: Magician Impossible-ს გამოსვლას მიუძღვნა. უამრავი პირდაღებული მაყურებლის თვალწინ "დინამო" წყალზე  რამდენიმე წუთს სეირნობდა, სანამ პოლიციის კატარღამ არ აიყვანა - კატარღის გამოჩენაც ფოკუსის ნაწილი იყო. ილუზიონისტს კი კომენტარი არ გაუკეთებია - მას არც საიდუმლო გაუხსნია და არც იმას ამბობს, მომავალშიც აპირებს თუ არა "წყალზე სიარულს".