ნოეს კიდობნის ზუსტი ასლი! - კვირის პალიტრა

ნოეს კიდობნის ზუსტი ასლი!

სამი წლის წინ ჰოლანდიელმა იოჰან ჰოიბერსმა სიზმრად ნოეს კიდობანი ნახა და მეორე დღესვე შეუდგა მისი ზუსტი ასლის აგებაზე ზრუნვას.

სამშენებლო მოედანი მას ამსტერდამის ახლოს, ქალაქ დორდრეხტთან აქვს მოწყობილი. იოჰანი კარგა ხანს გულდასმით სწავლობდა ბიბლიას კიდობნის ზომების, პროპორციების და ფორმის დასადგენად.

კიდობანი სიგრძით საფეხბურთო მოედნის ტოლია, სიმაღლით კი 4-სართულიანი სახლისა. გამოცდილი დურგალი დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს. მას სურს, კიდობანი გაისად დაასრულოს და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ეწვიოს. ასევე აპირებს კიდობანზე "დაასახლოს" პლასტმასისგან დამზადებული ნატურალური ზომის ყველა ცხოველი.