"მხოლოდ რეკორდის გამო..." - კვირის პალიტრა

"მხოლოდ რეკორდის გამო..."

სამხრეთ უელსში გინესის რეკორდის - "ერთ ადგილას შეკრებილი შიშვლები" - დამყარების საბაბით მთელი მსოფლიოდან 400 კაცი შეიკრიბა. რეკორდი ქალაქ ჰაუერის პლაჟზე დილის 8 საათზე დაფიქსირდა (წინა რეკორდი 250-მა ტიტლიკანამ დაამყარა). მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციოდა, უკან არავის დაუხევია. ღონისძიება საქველმოქმედოც იყო, შეგროვილი ფული მარია კიურის კიბოს ფონდს გადაეცა. რეკორდის შემდეგ კი სიშიშვლის მოყვარულებს დიდხანს არ ჩაუცვამთ - ფოტოგრაფების წინაშე კეკლუცობდნენ..