ბილ გეითსი, განქორწინების შემდეგ, მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგებში პოზიციებს თმობს - კვირის პალიტრა

ბილ გეითსი, განქორწინების შემდეგ, მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგებში პოზიციებს თმობს

ბილ გეითსი მელინდა გეითსთან განქორწინების შემდეგ, Forbes 400-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ პოზიციაზეა. Forbes 400 -ის რეიტინგში მსგავს პოზიციაზე გეითსი 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ გეითსის ქონება გასულ წელთან შედარებით 23 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ახლა დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს ფლობს, მას ჯეფ ბეზოსმა, ილონ მასკმა და ბერნარ არნომ გადაუსწრეს, რის გამოც გეითსი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ Microsoft– ის თანადამფუძნებელს, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფაც მიუწია.

"ამაზონის", "ტესლას" და "ფეისბუქის" აქციების ზრდამ გეითსის პოზიციები უკან დახია, ასევე მაისში, მეუღლესთან - მელინდა გეითსთან განქორწინების შემდეგ საჯაროდ გაყიდული აქციებით დაახლოებით 5.7 მილიარდი დოლარი დაკარგა.

Forbes – ის მილიარდერთა რეიტინგში ამჟამად ბილ გეითსი მეოთხე ადგილს იკავებს. მისი ქონება კი 130.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მცირედით განსხვავებული მონაცემებია Bloomberg- ის მილიარდერთა ინდექსში, გეითსი აქაც მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, თუმცა მისი ქონება 125 მილიარდად არის შეფასებული.

"ბიზნესპრესნიუსი"