"მილიარდერის ცხოვრების წესი ძვირია" - რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად
"მილიარდერის ცხოვრების წესი ძვირია" - რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად
მსოფლიოს წამყვანი სახეებისა და უმდიდრესი ადამიანების ცხოვრების წესი თითქმის ყველა აღფრთოვანებულია. ფუფუნება, საუცხოო სასახლეები, სუპერ ქალები და მათი ცხოვრების წესი მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საოცნებოა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს საგანგებო ძალისხმევა სჭირდება და საკმაოდ ხარჯიანია.

რეალურად რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად? მდიდრული და ექსტრავაგანტული ცხოვრებით ტკბობა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

მილიარდერის ცხოვრების წესი ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი ხარჯვის ჩვევებს მალავენ, დასავლურმა გამოცემებმა მაინც შეძლეს დაახლოებით დაეანგარიშებინათ,
თუ რამდენს ხარჯავენ ყოველთვიურად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები.

გადასახადები მილიარდერებმაც უნდა გადაიხადონ

თუ საუბარია ვილაში ან სასახლეში ცხოვრებაზე, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის კომფორტი და თანამედროვე აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, ყოველთვიური გადასახადები ოდნავ მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მილიარდერი მოკრძალებულად ცხოვრებას არჩევს, უმრავლესობა ასეულობით მილიონი დოლარის
ღირებულების სასახლეში ცხოვრობს, სადაც ეგზოტიკური მანქანებისა და აუზების შოურუმი, წყალქვეშა ხმის სისტემით, საუნები, კორტები, ჩანჩქერები და საოცარი სანახაობებია მოწყობილი. მათ ასევე ჰყავთ თანაშემწეები და მომსახურე პერსონალი.

ახალი დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ ერთი აუზისა და ლანდშაფტის შესანარჩუნებლად ყოველთვიური გადასახადი 2,000 დოლარით მეტი გახდა. კიდევ 2,000 დოლარი დაემატა საკვების მარაგის შენახვას. 100 მილიონი დოლარის ოდენობის სახლის იპოთეკა, სტანდარტული 30-წლიანი ფიქსირებული იპოთეკით, შეიძლება საბოლოო ჯამში დაახლოებით 485,285 დოლარი დაჯდეს. ამას ემატება ქონების გადასახადი და სახლის დაზღვევა.

როგორც წესი, მილიარდერები სასურსათო ნივთების ყიდვაზე ან მათ მომზადებაზე დახარჯულ თანხებს არც ითვლიან. მათ ბიუჯეტში ასევე გაწრილია ასისტენტების, ძიძების და მძღოლების დაქირავების ხარჯები.

Business Insider– მა დაახლოებით დაიანგარიშა მომსახურე პერსონალის ხელფასი, რომელსაც როგორც წესი, კონკრეტულ ვაკანსიაზე არჩეულ პირებს უხდიან. მაგალითად - პირადი თანაშემწის ხელფასი ყოველ თვე დაახლოებით 7,000 - დან 12,500 დოლარამდეა, მზარეული: 9,200 - 18,750 დოლარი თვეში, დიასახლისი: 5,400 - 6,700 დოლარი თვეში, ძიძა 5,400 - 15,400 დოლარი თვეში და მძღოლი - 6,700 - 8,300 დოლარი თვიურად. ეს ყველაფერი საშუალოდ მხოლოდ თანამშრომლებისთვის 47,675 დოლარი გამოდის.

გარდა ამისა, მილიარდერს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სახლი დიასახლისებისთვის და მებაღეებისთვის.

მილიარდერი არ დაკარგავს დროს კომერციულ მოგზაურობებზე, როდესაც მათ სჭირდებათ კერძო თვითმფრინავით გადაადგილება. ჯეფ ბეზოსს, ოპრა უინფრისა და ილონ მასკს სწორედ ასეთი საკუთარი თვითმფრინავები და მომსახურე პერსონალი ჰყავთ. Meridian Aviationნ– ის ჩარტერული გაყიდვების დირექტორის, კრის ბატაგლიას თქმით, საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და პილოტის ხელფასები თვეში 83,000 დოლარს აღემატება.

უსაფრთხოება და სარგებელი

მილიარდერის პირადი უსაფრთხოება და ძვირადღირებული ნივთების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

ცუკერბერგი, რომლის ქონება 134 მილიარდი დოლარია, მუდმივად უსაფრთხოების თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ასევე არის მკაცრი დაცვის კოტროლზე აყვანილი მილარდერების ყველა უძრავი ქონება. აღმოჩნდა, რომ ცუკერბერგი უსაფრთხოებისთვის თვეში 1,9 მილიონ დოლარს იხდის.

აქ წარმოდგენილია ძირითადი ყოველთვიური ხარჯები. რა რაოდენობის თანხას ხარჯავენ ისინი შვილების განათლებაში, შოპინგში, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთების, ავტომობილების შეძენისთვის, ან მოგზაურობაში, უცნობია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები