"Facebook-ი შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ გაითიშოს" - რას ამბობენ უცხოელი ექსპერტები? - კვირის პალიტრა

"Facebook-ი შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ გაითიშოს" - რას ამბობენ უცხოელი ექსპერტები?

Facebook-ი შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ გაითიშოს, ეს კი სოციალურ ქსელში აქტიურ ბიზნესს, ვაჭრობას და კომუნიკაციას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. როგორც BBC წერს, ამაზე ექსპერტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ Facebook-ი 6 საათის განმავლობაში გათიშული იყოს.

ონლაინ პლატფორმის "Down detector"-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი ლუკ დერიქსი ამბობს, რომ სოციალური ქსელის პრობლემა მრავალ ვებ-გვერდსა და სერვისს უქმნის საფრთხეს: "სოციალური ქსელი ახლა გამოიყენება სხვადასხვა სერვისებსა და მოწყობილობებში შესასვლელად, ამიტომ, როცა სოციალურ ქსელს ექმნება პრობლემა ეს სხვა სერვისებზეც აისახება"- ამბობს ლუკ დერიქსი.

"რაღაც იშლება, ჩვენ კი ყველანი ერთმანეთს ვუყურებთ და ვფიქრობთ, ახლა რა უნდა ვქნათ? როდესაც Facebook-ს აქვს პრობლება, ის უდიდეს გავლენას ქმნის სხვა ქსელებზე, ეს კი აისახება ეკონიმიკაზე, საზოგადოებასა და ურთიერთობებზე,"- აღნიშნავს დერიქსი. განაგრძეთ კითხვა