"ეს მინი სანდრა ახლა რომ არ გამოეჩინა და ცოტა ხნის შემდეგ გამოეჩინა, არ აჯობებდა ნეტა?“ - რას ამბობს ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ეს მინი სანდრა ახლა რომ არ გამოეჩინა და ცოტა ხნის შემდეგ გამოეჩინა, არ აჯობებდა ნეტა?“ - რას ამბობს ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილზე?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოშია. ქალმა მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ ჩამოაკითხა, რაც დააპატიმრეს. შეგახსენებთ, დაპატიმრების დღეს მათ გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ლიზასთან ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებს. ლიზას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების დიდი ნაწილი თბილად არ დახვედრია, რადგან ცნობილია, რომ მათ ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი განსაკუთრებულად უყვართ. მხარდამჭერთა ნაწილი წერს, რომ პირველ ლედიდ დღემდე ისევ სანდრა რულოვსი რჩება.

ლიზამ ციხეში მყოფი სააკაშვილი ორჯერ მოინახულა. ექსპრეზიდენტს საპატიმროში ესტუმრნენ დედა და შვილები, მათთან ერთად არ ყოფილა სანდრა რულოვსი, რომელმაც განცხადება გაავრცელა, რომ მისთვის ვიდეოს სახით გავრცელებული მიშას და ლიზას აღიარება, რომ ერთად ცხოვრობდნენ, მიუღებელი და მოულოდნელი იყო.

რადას დეპუტატის ირგვლივ ჭორები არ წყდება. ქალს ერთ-ერთმა უკრაინელმა კოლეგამ სოციალურ ქსელში ღიად ჰკითხა, იყო თუ არა განქორწინებული მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ლიზამ უპასუხა, რომ ახლა ამის გარჩევის დრო არ იყო.

"ყველაზე კაი პონტში სანდრაა - თან დააპატიმრა, თან დააქორწინა. ორმაგად მოიშორა და თავისუფლების სადღეგრძელოს სვამს", - წერდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მას შემდეგ, რაც ლიზამ მიშასთან ერთად გადაღებული ცნობილი ვიდეო გაავრცელა.

სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" ვირუსულად ვრცელდება ია ფარულავას ვიდეო, რომელშიც მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კლასელია, ლიზას "მინი სანდრად" მოიხსენიებს და უკვირს, რა საჭირო იყო ახლა მისი გამოჩენა.

"მაგრამ, ერთი კითხვა მაწუხებს მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით..." განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ია ფარულავას ვიდეო