"დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება" - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - კვირის პალიტრა

"დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება" - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

მიხეილ სააკაშვილი ექიმ ნიკოლოზ სააკაშვილის პირველი შვილია, რომელიც მას გიული ალასანიასთან თანაცხოვრებისას შეეძინა. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წელში დაშორდა და ნიკოლოზ სააკაშვილმა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე იქორწინა. რამდენიმე წლის წინ ქალბატონი სვეტლანა გარდაიცვალა. ბავშვობაში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს დავით სააკაშვილი აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ენატრება.

სვეტლანა და ნიკოლოზ სააკაშვილები რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად

მიხეილ სააკაშვილს ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი. დავითს საზოგადოება კარგად იცნობს, ის ძმის პრეზიდენტობის პარალელურად რამდენიმეჯერ გაეხვა სკანდალში. წლების წინ, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მედიაში იწერებოდა, რომ მაშინდელი მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმას დავითს გაყვა ცოლად. მაშინ დავითსა და თეა მოსიძეს ორი შვილი ჰყავდათ. ზუსტად წელიწადნახევარში ტაბლოიდები წერდნენ, რომ ხატია და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ და მამაკაცი ყოფილ ცოლს შეურიგდა. მოგვიანებით დავითს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.

დავითი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში, როდესაც 2017 წელს უკრაინაში დააპატიმრეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს. მაშინ რადას ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრაციული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და უკრაინაში გადაცხოვრდა, დავითიც ძირითადად ძმასთან იყო. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ სააკაშვილების ოჯახური ფოტოები