"არასდროს დამიწერია პირადი პოსტი ასე საჯაროდ, მაგრამ..." - ლელა მებურიშვილი მეუღლეს სოციალური ქსელით მიმართავს - კვირის პალიტრა

"არასდროს დამიწერია პირადი პოსტი ასე საჯაროდ, მაგრამ..." - ლელა მებურიშვილი მეუღლეს სოციალური ქსელით მიმართავს

ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს ქმარს დაბადების დღეს:

"არასდროს დამიწერია პირადი პოსტი ასე საჯაროდ, მაგრამ რადგან ამჯერად, პირველად, შორს ხარ, გამონაკლისს დავუშვებ.

მადლობა შენ ყოველი დღისთვის, იმისთვის, როგორ ცდილობ, რომ ლამაზი და ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახის ყველა დღე. იმისთვის, რომ ხარ ასეთი მამა, ქმარი და მეგობარი. მიყვარს ის, რაც ერთად შევქმენით ამ რვა წლის განმავლობაში. კიდევ დიდხანს უნდა გავერთოთ ერთად და ვისიამოვნოთ ყოველი დღით! მალე ჩაგეხუტებით".

წყარო