ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ქორწილის ფოტოები და თაფლობის თვე ნიუ-იორკში: ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული? - კვირის პალიტრა

ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ქორწილის ფოტოები და თაფლობის თვე ნიუ-იორკში: ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას პოლიტიკოსმა ოთო კახიძემ ნანუკა მიქელაძეზე ოფიციალურად იქორწინა. წყვილმა რამდენიმე წლიანი ურთიერთობა დააკანონა და საქორწინო მოგზაურობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდნენ.

ნანუკა მიქელაძე წარმოშობით ბათუმიდან არის და გარკვეული პერიოდი "ტაბულაში" ჟურნალისტად მუშაობდა. ამჟამად კი The USAID Economic Security Program-ის თანამშრომელია.

წყვილი ხშირად მოგზაურობს და საყვარელი ქალი მიმართ ოთო კახიძე განსაკუთრებულად რომანტიკულია.

38 წლის პოლიტიკოსისთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი, ვაკო და დუდუ კახიძეები ჰყავს.

როგორც 2021 წელს შევსებულ პოლიტიკოსის დეკლარაციაში ვკითხულობთ, გასულ წელს, ოთო კახიძემ შვილების სწავლისთვის 7650 ლარი გადაიხადა. გასულ წელს ყველაზე მსხვილი შენაძენი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელშიც დეპუტატმა 5200 ლარი გადაიხადა.

იხილეთ ambebi.ge-ზე