"მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია მალე შეიცვლება და სახლში გატარებული მომენტები ისევ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება!" - რას წერს იუბილარი ლიზა იასკო? - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია მალე შეიცვლება და სახლში გატარებული მომენტები ისევ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება!" - რას წერს იუბილარი ლიზა იასკო?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რჩეული ქალბატონი ლიზა იასკო დღეს იუბილარა. უკრაინელ პოლიტიკოსს დღეს 31 წელი შეუსრულდა. ლიზამ დაბადების დღესთან დაკავშირებით"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი  გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი სურვილია დაბადების დღის აღნიშვნა მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეეძლოს.

"ჩემი დაბადების დღეა და მართლა მინდა გარემოებები განსხვავებული იყოს.

ვისურვებდი, რომ ჩემი დაბადების დღის ერთად აღნიშვნა შეგვეძლოს.  ვისურვებდი ვიყოთ თბილები, ბედნიერები, საინტერესოები და ჰარმონიულები - როგორც ყოველთვის, როცა ერთად ვართ. მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია მალე შეიცვლება და სახლში გატარებული მომენტები ისევ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება!"  (წყარო)

რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?