ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები - კვირის პალიტრა

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები

"მაიკროსოფტის" დამფუძნებლის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა.

როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, ქორწილის ცერემონია 16 ოქტომბერს, გეითსების 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ვესტჩესტერის ფერმაში შედგა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქონება ბილმა შვილს სტენფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადასცა.

მედიის ცნობით, ჯენიფერ გეითსა და მის რჩეულს, ნაიელ ნასარს წინა დღეს, მედიისგან ფარულად, მუსლიმური წესითაც გადაუხდიათ ქორწილი.

პატარძალს ვერა ვანგის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი თეთრი კაბა ეცვა, რომლის ზედა ნაწილიც მაქმანებით იყო გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ მან ქორწილში რამდენიმე კაბა მოირგო.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები