რა არის "მეტავერსი", რომლისთვისაც "ფეისბუქი" ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს სამუშაოდ - კვირის პალიტრა

რა არის "მეტავერსი", რომლისთვისაც "ფეისბუქი" ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს სამუშაოდ

კომპანია "ფეისბუქი" ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს.

"მეტავერსი" არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, ხშირ შემთხვევაში VR-ყურსასმენების გამოყენებით.

"ფეისბუქის" განცხადებით, "მეტავერსს" აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.

ევროკავშირში ახალ სამუშაო ადგილებზე, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება, "მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები" დასაქმდებიან.

"მეტავერსის" შესაქმნელად "ფეისბუქმა" 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიაში აცხადებენ, რომ "მეტავერსის" იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი დასჭირდება.