Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს - კვირის პალიტრა

Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

კომპანია Facebook-ი უახლოეს მომავალში სახელწოდების შეცვლას გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა Verge-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი კომპანიის რებრენდინგის შესახებ საუბარს 28 ოქტომბერს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გეგმავს, თუმცა სახელწოდების შესახებ, შესაძლოა, მანამდეც გახდეს ცნობილი.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. სააგენტო Reuters-ს კომპანიაში განუცხადეს, რომ "ჭორებსა და სპეკულაციებზე კომენტარს არ აკეთებენ."

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Facebook-მა განაცხადა, რომ ევროკავშირში 10 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. ახალი თანამშრომლები ახალ პროექტზე, "მეტავერსზე" იმუშავებენ, რომელსაც განმარტავენ, როგორც ონლაინ სამყაროს, სადაც ადამიანებს ვირტუალურ გარემოში შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია.