"მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ვა­მა­ყობ­დი ჩემი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ცი­ით, რე­ფორ­მე­ბით..." - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთებამ მოუწია - კვირის პალიტრა

"მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ვა­მა­ყობ­დი ჩემი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ცი­ით, რე­ფორ­მე­ბით..." - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთებამ მოუწია

ტელეწამყვან თათია შარანგიას საქართველოს ექსპრეზიდენტზე წაკითხული მონოლოგის გამო განმარტება მოუწია. საუბარია "სთორიში" მიხეილ სააკაშვილის მშობლების სტუმრობის ეპიზოდზე, სადაც შარანგიამ გადაცემის დასაწყისში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როგორც გაირკვა აღნიშნული გადაცემის შემდეგ შარანგია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რის შემდეგ ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა:

"ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ მე თქვენთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს და ეს ჩემი არჩევანი იყო, ვთვლიდი რომ ასე სჯობდა. ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი ამის მიუხედავად მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში.

მგონი 3 წლიან არქივს რომ გადახედოთ, ვერ იპოვით ვერცერთ სტუმარს რომელშიც ნათელი სხივი არ მიძებნია და ეს სხივი თქვენამდე არ მომიტანია. სწორედ ამიტომ მოგწონდათ და მოგწონთ ეს აგრესიისგან დაცლილი გადაცემა.მადლობა იმ ადამიანებს ვინც პირველივე დღიდან სთორის მაყურებელია, ვინც შემოგვიერთდა და ვინც შემოგვიერთდება. ბევრნი ხართ და თითოეული მიყვარხართ! არ გაბრაზდეთ აგრესიულ ადამიანებზე. სულ ვიქნები თქვენს გვერდით და პირადად გაგცემთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კომუნიკაციის ეს გზა ჩემი არჩევანია" - წერს შარანგია.

რაც შეეხება შარანგიას მონოლოგს, ტელეწამყვანმა გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ამაყობს მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული საქმეებით.

"მე მინდა მოვიკითხო და გავამხნევო ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მომავლის რწმენა დამიბრუნა. მის მმართველობის დროს მე ვამაყობდი ჩემი ქვეყნის განვითარებით, ვამაყობდი თანამედროვე პოლიციით, იმ რეფორმებით, რომლის შედეგადაც აღმოიფხვრა ბიუროკრატიის უზარმაზარი მანქანა. ვამაყობდი საქართველოს წარმოჩენით მსოფლიო არენაზე და მჯერა, რომ წინ უფრო მეტი წარმატებაა.

არ მკითხოთ, თუ რატომ არ ვყვები შეცდომებზე. შეცდომებს უშვებს ის, ვინც აკეთებს საქმეს. ფაქტები ხმამაღლა საუბრობს - ქვეყანა სწრაფი ტემპით მიდიოდა წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პატიმრობაშია" - აღნიშნა მონოლოგში შარანგიამ.