ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია - კვირის პალიტრა

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.

დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.