20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი - კვირის პალიტრა

20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი

კობა ნაყოფია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც პარლამენტში დიდი ბიზნესიდან მივიდა. მისი სახელი წლებია, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და ყოველთვის აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც პარტიასთან არის დაკავშირებული. კობა ნაყოფია ყურადღების ცენტრში ამ დღეებში მეორედ მოექცა. მას შემდეგ, რაც საზოგადოება დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილზე ალაპარაკდა და მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობის შესახებ დაიწერა. გაახსენდათ კობა ნაყოფია, რომელიც ასევე ოცი წლით უმცროს ქალზეა დაქორწინებული.

რეალურად კი ახალი არაფერია, ნაყოფიასთვის ეს მეორე ოჯახია. წყვილი უკვე ოთხი წელია ერთად ცხოვრობს და 2017 წელს საერთო შვილი შეეძინათ. მილიონერის რჩეული გვანცა ბიწკინაშვილია, ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს.

კობა ნაყოფიას სკანდალური ქორწინების შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ ჭორაობდნენ. თუმცა მას პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს უსაუბრია. ამბობდნენ, რომ დეპუტატის ახალი რჩეული მისი შვილის, ნატალია ნაყოფიას მეგობარი იყო.

თუმცა ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ რეალურად გვანცა, შვილის კი არა, ყოფილი რძლის, ხათუნა სხირტლაძის მეგობარი გახლდათ. კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ არიან. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტარს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მესამე შვილი, გიორგი ვასილი ნაყოფია ჰყავს მითითებული, რომელიც 2017 წელს გვანცასგან შეეძინა.

ახლა კი წარსულის შესახებ... კობა ნაყოფია წლები დაოჯახებული იყო ელგა სოფიაზე, რომლისგანაც ორი შვილი - ნიკოლოზი და ნატალია შეეძინა. ელგა გალში გახლავთ დაბადებული.

შეგახსენებთ, რომ კობა ნაყოფიაც წარმოშობით გალიდან გახლავთ. 2008 წელს, როდესაც "მის საქართველოს" ტიტული ხათუნა სხირტლაძემ (ნაყოფიას ყოფილი რძალი) მოიპოვა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნაყოფიას პირველი მეუღლე ელგა სოფია გახლდათ.

"როდესაც "მის საქართველოზე" გამოვდიოდი, ნიკას არ ვიცნობდი. მისი დედა იყო ჟიურის წევრი და როგორც ვიცი, ძალიან მოვწონდი. ჟიურისთან შეხვედრა რომ გვქონდა, ისიც მკითხა, გათხოვებას ხომ არ აპირებო. შევიცხადე – გამიკვირდა, რას მეკითხება-მეთქი. ნახევარ წელიწადში კი მისი რძალი გავხდი..."- იხსენებდა მოგვიანებით ხათუნა სხირტლაძე, რომელიც ნიკა ნაყოფიას მეუღლე გახდა და მილიონერმა მამამთილმა გრანდიოზული ქორწილიც გადაუხადა.

ალბათ ბევრს უნახავს ცნობილი ფოტო - ნაყოფიების ოჯახი შერონ სთოუნთან. წლების წინ საქართველოში ჩამოსულ ვარსკვლავს, მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კობა ნაყოფიამაც უმასპინძლა. ამბობდნენ, რომ ვარსკვლავის ვოიაჟის თანხა სრულად მან დაფარა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და გრანდიოზული ქორწილისა, ხათუნა სხირტლაძისა და ნიკოლოზ ნაყოფიას წყვილი დაშორდა. გაგრძელება