"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, დე... ჩემი ნუცა ხვალ 23-ის გახ­დე­ბო­და…" - კვირის პალიტრა

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, დე... ჩემი ნუცა ხვალ 23-ის გახ­დე­ბო­და…"

ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილი, ნუცა მახვილაძე, 23 წლის წის გახდებოდა. მისი დაბადების დღე 25 ოქტომბერსაა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ასათიანი "ინსტაგრამზე" ნუცას ფოტოებს აქვეყნებს.

"დაბადების დღეს გილოცავ, დე... ჩემი ნუცა ხვალ 23-ის გახდებოდა…", - წერს ასათაინი.

მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. ნუცა 18 წლის იყო. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნუცა საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

წყარო