"კროქსები" მაღალ ქუსლებზე - რა ღირს "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი, რომლითაც დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა - კვირის პალიტრა

"კროქსები" მაღალ ქუსლებზე - რა ღირს "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი, რომლითაც დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. ამჯერად, ყურადღება მიიპყრო ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილმა ე.წ. კროქსების განახლებულმა ვარიანტმა.

ფეხსაცმელი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მათ შორის, სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში.

მართალია, ეს ფეხსაცმელი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ივნისში წარუდგინა დემნამ აუდიტორიას, მაგრამ რადგანაც "ბალენსიაგას" "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ფოტოები ახლა განათავსეს, საზოგადოების ყურადღება კვლავ დაიმსახურა.

"კროქსები" მაღალ ქუსლებზე - ეს ალბათ, ფეხსაცმლის ყველაზე უცნაური და უჩვეულო დიზაინია. ბრენდი ქალებს ასეთ ფეხსაცმელს სხვადასხვა ფერთა გამით სთავაზობს.

ფეხსაცმლის ფასი "ბალენსიაგას" ოფიციალურ საიტზე 625 დოლარია. ბრენდმა ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას წარადგინა და მოდის კრიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სულ მალე გაცილებით მეტი ადამიანი მოირგებს ამ უჩვეულო ფეხსაცმელს და როგორც ხდება ხოლმე, შესაძლოა, მალე ის სულაც აღარ მოგვეჩვენოს უჩვეულოდ.

წყარო