მისტერ "ყბები" - კვირის პალიტრა

მისტერ "ყბები"

ჰოთდოგების ჭამაში ჯოი ჩესნატის დამმარცხებელი მსოფლიოში არავინ გამოჩნდა - 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მან შეჯიბრებაში მეხუთედ გაიმარჯვა და საპრიზო - 10 ათასი დოლარიც მოიგო.

"ყბებად" მონათლული ღორმუცელა გამარჯვებისთვის წელს 10 წუთში "სულ რაღაც" 62 ჰოთდოგის გადასანსვლას დასჯერდა, მაშინ როცა შარშან 68 ცალი შეჭამა.